ნადირობა ფრინველებზე

კაკაბი




ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა-კავკასიური კაკაბი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია 350-550 გრამია. მამალი ცოტა დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. გარეგნულად საკმაოდ მოხდენილი ფრინველია, ქათმებისათვის დამახასიათებელი შესახედაობით. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე ნაცრისფერი აქვს, შუბლი შავი, საიდანაც შავი ზოლები მიემართებიან თვალისა და ყურის გასწვრივ, გადიან კისრის ორივე მხარეს და შავ არშიადაა შემოვლებული ღია ფერის ყელზე. თავი და კისერი ზემოდან რუხია, მოღვინისფრო-ვარდისფერი ელფერით. პირის კუთხეებთან შავი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მურა ფერისაა. ნიკაპი, ყელი და კისრის წინა მხარე მოჟანგმიწისფრო-თეთრია; მუცელი ჟანგმიწისფერი-ყვითელი. საჭის ბუმბულები მოწაბბლისფრო-ქარცია. გვერდებზე მკვეთრად გამოხატული რამდენიმე შავი, წაბლისფერში გარდამავალი განივი ზოლი ამშვენებს. ფეხები და ნისკარტი წითელი აქვს. სახეობის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს პალეარქტიკის ზომიერ სარტყელს: სამხრეთ ევროპაში-პირენეებს, ალპებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, კავკასიას, შემდეგ აზიას- ტიანშანის, ალტაის, ჰიმალაის მთებს, ტიბეტსა და მანჯურიას. საქართველოში მოიპოვება როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონზე როგორც მობინადრე ფრინველი.
ბინადრობს მთების კლდოვან, ციცაბო ფერდობებზე, სადაც ქსეროფილური მცენარეულობაა. მთავარი კავკასიონის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 3500 მ-ის სიმაღლეზე. რიცხოვბრივად დაბალ ზონაში მეტია, სადაც თოვლის საფარი იშვიათი და მცირეა. 
კაკაბი მონოგამური ფრინველია. მარტის დასაწყისში გუნდები იშლებიან და ფრინველები წყვილდებიან. ბუდობს ძეძვის, სარსაღაჯის და სხვა ქსეროფილურ ბუჩქნარებში. დედალი აკეთებს ბუდეს, რომელიც მიწის პატარა ჩაღრმავებას წარმოადგენს, ამოფენილს ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. დებს 10-18 კვერცხს. ადრეული ბუდობა შეძლება შეგვხვდეს მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მოგვიანებული ივნისის მეორე ნახევარში. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილი წიწილები ერთი საათის შემდეგ კარგად დარბიან და იკენკებიან. 3 თვის ასაკში თითქმის მოზრდილების სიდიდეს აღწევენ. კაკბის ძირითადი საკვებია ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეების თესლები და მწვანე ნაწილები. უპირატესობას პარკოსნებს ანიჭებს. ცხოველური საკვები რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ზაფხულში ყოველთვის იკვებება მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, აგრეთვე ზოგიერთ მოლუსკით. საკვების შემადგენლობა წლის სეზონების მიხედვით ცვალებადია.
საქართველოში ამჟამად კაკაბზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია, მხოლოდ სპეციალური სანადირო მეურნეობებში, ადრე კი სპორტული ნადირობის ერთ-ერთი მეტად ძვირფასი ობიექტი იყო. 




იხვი




მის საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ 
ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი 
და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად. 
     ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე, 
მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყლები ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები 
ინტენსივობით. 

ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის 
ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში 
იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე. 
სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა 
თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან.... 
    ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ 
დამოუკიდებელ ჯგუფებად.



ტყის ქათამი



ტყის ქათამი მოზდილი ზომის ფრინველია,წონით 270_340 გრამი. მამალი დედალზე დიდა. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმია არაა გამოხატული, იგი ინდივიდულაურად ცვალებადობს. სხეულის ზემო მხარე უპირატესად ჭრელია, მოშავო_მურა, მოჟანგისფერო_ქარცი და ღია რუხი ფერებით. შუბლი ღია ჩალისფერია;კეფაზე ფართო ჟანგისფერი და მურა შავი განივი ზოლებია. სხეულის ქვემო მხარეზე მოქარცისფერო-რუხი და მურა მურა ფერის განივი ზოლებია. ნიკაპი და ყელი თეთრია. გრძელი და ბოლოში ხორკლიანია, წვივი გალოსთანშესახსრებამდე შემოსილია. სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას, დასავლეთ ბრიტანეთის, აზორისა და კანარის კუნძულებიდან (მაგრამ არ ბუდობს პირენიეს ნახევარკუნძულზე), აღმოსავლეთითიაპონიის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი სკანდინავიაში აღწევს 70_ე, ფინეთში 66_ე პარალელამდე; შემდეგ გაივლის კარელიაზე, შუა ტუნგუსკის შესართავთან და მიდის ოხოტის ზღვამდე. სამხრეთით ბუდობს ალპებში, ბულგარეთში, კარპატებში, ხარკოვისა და ვორონეჟის ოლქებში, ურალის სამხრეთ ნაწილში, ტომსკამდე, ბარნაულამდე, ალთაიზე, ჩრდილოეთმორგონელსა და ზღვისპირეთში. საქარტველოსი პაქტობრვივი მასალით ბუდობა დაფიქსირებული არაა.ზამთრობს ბრიტანეთში, პირენიის ნახევარკუნძულზე, საქარტველოში ბლომად მოიპივება მიმოფრენის დროს.ერტეულები გვხვდება ზამთარშიც.
ბინადრობს ხშირი უღრანი ტყის მასივებში, სადაც განვითარებული ქვეტყე და ტენიანი ნიადაგებია. მიმოფრენის დროს და ზამთარში ეტანება ტყის დაცჰაობებულ ნაკვეთებს მეტწილად დაბლობებში და ბუჩქნარებს.
პოლიგამური ფრინველია, ბუდეს დედალი აწყობს, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე, როგორც წესი, მოთავსებული ხშირი ტბის მიყრუებულ უბნებში და ამოფენილია ხმელი ბარალით. 4 კვერცხს დებს აპრილის პირველ ნახევარში, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება. ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. ჭAმს ნაირგვარ მწერთა მტაცებლებსაც, აგრეთვე ზრდასრულ მწერებსაც, პატარა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა............. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენტრით. ყოველ მხრივ სასარგებლო ფრივნელია, მაგრამ, განსაკუთრებული ღირებულება აქვს როგორც სპორტულინადირობის ობიექტს.




შურთხი



შურთხი ეკუთვნის ქათმისნაირთა ოჯახს. დედამიწის ზურგზე მობინადრე შურთხების, ანუ მთის ინდაურთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა ჩვენი, კავკასიური შურთხი. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე. კავკასიონზე მობუდარ შურთხს ჯიხვების დარაჯს უწოდებენ, ვინაიდან იგი ხშირად თან სდევს ჯიხვების ფარას, ქექავს მათ განავალს, ეძებს შიგ საკენკს და რაიმე საშიშროების გამოჩენის დროს სტვენით განგაშს ტეხს, რითაც როგორც შურთხებს, ისე იქ მყოფ ჯიხვებსაც აფრთხილებს. შურთხის მუდმივი საყვარელი საბუდარი ადგილი მიუდგომელი, უდაბური, კლდოვანი მთებია. ზამთარში დიდი თოვლის დროს იგი უფრო ქვევით ჩამოდის. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები (მამლებს მოკლედეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. შურთხი აპრილში იწყებს კვერცხის დებას, დებს 15-20 ცალს, გამოჩეკას 28 დღე უნდება. ბარტყები ივნისში იჩეკებიან. შურთხზე ნადირობის შენთხვევები მეტისმეტად იშვიათია მისი საბინადრო, ძნელად მისადგომი და მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო. შურთხზე ნადირობა აკრძალულია.




დურაჯი





დურაჯი ულამაზესი გარეული ფრინველი, ჩვენი ფაუნის საკმაოდ გავრცელებული ობიექტი იყო წარსულში. მისი არეალი რასაკვირველია, ბოლო ხანებში შემცირდა და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისთვის მხოლოდ რამდენიმე ცალი იყო დარჩენილი მდინარე ივრის ჭალებში საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებში. დურაჯის ადგილსამყოფელი და საბუდარი ადგილებია ხშირი ეკალ-ბარდი, ძეძვიანი, მაყვლიანი, ბროწეულიანი, იალღუნით დაფარული და ჩალიანი ბუჩქნარები. ასეთი ადგილები განსაკუთრებით იზიდავს დურაჯს, თუ ის მდებარეობს მდინარისა ან არხის პირას. იგი არ ერიდება ადამიანს და ხშირად მის მეზობლად სახლდება. დურაჯის საკვებია: მცენარის კვირტები, ნორჩი ფოთლები, ბალახის თავთავი, ყოველნაირი გარეული ნაყოფი, მცენარეულობის თესლი, მწერები, ლოკოკინები და მცირე ხერხემლიანები. გაზაფხულზე დურაჯები წყვილდებიან. მამალი დურაჯი მონოგამია, მეტად ერთგულია თავისი მეუღლის და ოჯახისადმი. აპრილის შუა რიცხვებიდან დურაჯი იწყებს მიწაზე ბუდის გაკეთებას, რომელშიც აფენს ხმელ ბალახს და შიგ 7-9 კვერცხს დებს, ზოგჯერ კი კვერცხების რაოდენობა ორჯერ მეტია. კრუხად უმთავრესად დედალი დურაჯი ზის, მამალი კი ბუდეს დარაჯობს და კრუხს საკვებს აწვდის. წიწილების აღზრდის დროსაც მამალი დურაჯი, დედლის თანაბრად, არ სცილდება მათ. დურაჯზე ნადირობისათვის საჭიროა თოფი და მეძებარი ძაღლი. დურაჯი საბუდარი ადგილიდან უმთავრესად დილით და საღამოთი გამოდის, მხოლოდ იგი ისეთი ფრთხილი არ არის როგორც ხოხობი, და ხშირად ამ გაუფრთხილებლობის მსხვერპლი ხდება. დურაჯმა უხმაურო და ჩვეულებრივი აფრენა იცის. წამოფრინდება თუ არა შამბნარიდან, ან ბუჩქნარიდან მაშინვე ფრთების ჩქარი და წყვეტილი ფრთხიალით, ნელი სისწრაფით მიემართება პირდაპირ ან ოდნავ გვერდზე, და მცირე მანძილზე გავლისა და შესაფერისი დასამალავი ადგილის შემჩნევისას ჩაფრინდება ამ ადგილზე, რამდენიმე მეტრს გაირბენს და გაინაბება. მონადირეები სარგებლობენ ამ ფრინველის ასეთი გულუბრყვილო ქცევით და თუ პირველი აფრენისთანავე სროლას ვერ მოახერხებენ, ადვილად პოულობენ მას მეორე ადგილზედაც. ამჯამად დურაჯზე ნადირობა აკრძალულია. 



მწყერი




მწყერი ერთი იმ გადამფრენ ფრინველთაგანია, რომელიჩ ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს.

მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მამალი მონაწილეობას არ ღებულობს ბარტყების აღზრდაში. როგორც ყველა ქათმისნაირნი, მწყერიც პირველ ხანებში მწერებით, შემდეგ კი ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება.

მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენათ და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.

ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოამინდებას.



ღალღა



ღალღა ლაინისებრთა ოჯახში შედის. იგი გადამფრენი ფრინველია, თვალით იშვიათად სანახავი ფრთოსანი, რომლის ხმა ხშირად ღამითაც ისმის, ძლიერ ცუდათ ფრინავს, ძალიან ჩქარა დარბის და კარგად გამოცდილი უნდა იყოს მონადირე ძაღლი რომ იგი ააფრინოს. გაზაფხულზე ჩვენში ღალღა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ჩნდება, მოფრენის შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. ღალღა 12 კვერცხს დებს, საკვებია: ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები და ლოკოკინები, ხოლო ზაფხულის ბოლოს პურეულისა და ბალახების მარცვლები. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისაკენ მიისწრაფვიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით. ღალრის ხორცი გემრიელია. ამ ფრინველის მოსაპოვებლად საჭიროა 10 -12 ნომერი საფანტი.