ნადირობა ცხოველებზე

გარეული ღორი


     გარეული ღორი (Sus scrofa Linnaeus) მიეკუთვნება წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვარების რიგს(Artiodaqtyla) ღორისებრთა ოჯახს(Suidae), სხეულის სიგრძე საშუალოდ 1,5 დამ 2 მ-მდე ვარირებს, წონა 200-350 კგ-ს ფარგლებაში.გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.საქართველოში მობინადრე ქვესახეობაა Sus scrofa attila, რომელიც უკვე არც ისე მრავალ ადგილას გვხვდება. 




     ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით ან მარტოც (საქართველოში სხვილად, კოლტების იშვიათად არის).
     გარეული ღორი დეკემბერ-იანვარში მაკეობს. აპრილ-მაისში შობს 5-12 (თორმეტს იაშვიათად) გოჭს მაკეობა 120 დღემდე გრძელდება. გარეული ღორი საზღვარგარეთ სანადირო-სარეწაო ობიექტია. 
     გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია.საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს ალაზნის ჭალის ტყეებში, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის რაიონებში, ახალციხის რაიონში, ზამთარში არის დაღესტნიდან გადმოსვლის და უკანონო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევებიც : )))
     საინტერესოა ის ფაქტი რომ საქართველოში, გარეულ ღორს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: მაგ. მამალ ღორს - ტახი, ეშვი. დედალს- ქუბი,ნეზვი,ღეჯი. მოზრდილს- ბურვაკი, ნაზარდა, თელი
     საქართველოს ფარგლებში მობინადრე სანადირო-სარეწაო ჩლიქოსნებს შორის გარეულ ღორს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. გამოიყენება მისი ხორცი, ცხიმი და ჯაგარი. თუმცა ამჟამად გარეულ ღორზე ნადირობა აკრძალულია, 
თუ არ ჩავთვლით მხოლოდ კერძო სანადირო მეურნეობებს.
     გარეული ღორზე ძირითადად ნადირობენ ცეცხლსასროლი იარაღით, არბალეტით და მშვილდითაც შეიძლება, მაგრამ საქართველოში ასეთი რამე არ ხდება.ღორზე ისევთივე ტიპის ნადირობის მეთოდები გამოიყენება როგორიც სხვა ნებისმიერ ჩლიქოსნებზე.
     ძირითადად, ღორზე ნადირობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, აქ მოვიყვან ზოგიერთ მათგანს. ეს არის : მიპარვით ნადირობა, ჩასაფრებით ნადირობა, ძაღლებით ნადირობა და სარეკით ნადირობა.



მაჩვი






კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი.

   აღწერილობა: სხეულის სიგრძე აღწევს 1 მ-ს, კუდის 16-20სმ, ცოცხალი წონა 10-20 კგ, შემოდგომით ცხიმის დაგროვების გამო იწონის მეტს. სხეული უხეშია, წინა ნაწილში წავიწროებული და უკანა მიმართულებით გაფართოებული. თავი წაგრძელებული და ვიწრო, კისერი მოკლე და მოძრავი. თითები შეიარაღებულია გრძელი მახვილი ბრტყელი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია , ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს თითო შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით. 
   გავრცელელება: თითქმის მთელი ევროპა (მისი ჩრდილოეთი ნაწილის გარდა) და აზიის უმეტესი ნაწილი . საქართველოში ველისა და ტყის ზონებში, ზოგჯერ ალპურ მდელოებზე, ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლემდე. 
   ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყეებში, ტყის პირებზე, ველზე, ბუჩქნარში, სოროს სწრაფად თხრის ბუჩქნარით დაფარულ ხევებში, ხეების ქვეშ, ეტანება უფრო სამხრეთ, მზიან ფერდობებს. სორო რთული აგებულებისაა. სიცოცხლის მეტ ნაწილს მაჩვი სოროში ატარებს და იქ თავისი შთამომავლობით რამდენიმე წელიწადი რჩება. თბილი და მზიანი ამინდის დროს ზამთრის ძილქუში ხშირად წყდება და მაჩვი გამოდის სოროდან და მზეზე თბება. 
იკვებება ნაირგვარი ცხოველური და მცენარეული საკვებით: წვრილი ნადირით, ფრინველებითა და მათი კვერცხებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, მწერებით, მოლუსკებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით, ნაყოფებით, თესლებით, ბოლქვებით, ფესვურებითა და სოკოებით. 
მძუნაობა ხდება ივნის-ივლისში. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 1 წელიწადი და 
მდედრი შობს ნაშიერს აპრილ-მაისში. იბადება 2-5 თვალებაუხელელი თეთრბეწვიანი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის ასაკში. ისინი სწრაფად იზრდებიან და 2-3 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ კვებას. გამრავლების უნარს მდედრები იძენენ ორი წლის ასაკში, ხოლო მამრები 3 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგძლივობა 20 წლამდე. 

  სამეურნეო მნიშვნელობა: ჩვენში სარეწაო მნიშვნელობა არაა აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადგილას იყენებენ საკვებად ხორცს. ტყავი მდარე ხარისხისაა, მაგრამ გამოიყენება იატაკზე გასაშლელად, ის კარგია იმით , რომ მისგან ბეწვი არ სცვივა. ტყავი გამძლეა და მისგან კერავენ შალითებს თოფებისათვის. ფაცახი გამოიყენება ფუნჯების გასაკეთებლად, ხოლო ცხიმი საპნის დასამზადებლად. სამკურნალო თვისებების გამო ცხიმი გამოიყენება მედიცინაში. მღრღნელების და მწერების დიდი რაოდენობის მოსპობით მაჩვს სარგებლობა მოაქვს. ამიტომ საჭიროა მისი დაცვა და არ უნდა დავუშვათ მისი ხელაღებით მოსპობა.




ტურა




   ტურა ეკუთვნის ძაღლების ოჯახს. 
  აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს.ბეწვი უხეშია,ქარცი-რუხი.ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი,ზაფხულობიტ უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში. 
  გავრცელება:სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
  ცხოვრების ნირი:ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს  ლერწმიანებში.არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს.ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში,კლდის ნაპრალებში,ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში,ხეების ფესვების ქვეშ,ზოგჯერ იკავებს მელიის ან მაჩვის სოროს,თვითონაც თხრის არაღრმა სოროს.საკვებს შეადგენს ძირითადად წვრილი ძუძუმწოვრები:თაგვისებრი მღრღნელები,კურდღლები,თავს ესხმის ფრინველებსაც.იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც.სანადიროთ გამოდის ჯგუფურად. მძუნაობა ხდება იანვარ-თებერვალში,მაკეობის ხანგრძლივობაა სამ თვეზე.ნამატი ჩნდება აპრილ-მაისში.თითოეული ნაყარი შეიცავს 3-8 უსურ თვალბაუხელელ ნაშიერს.დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე შერეულ საკვებით იკვებებიან.განგური ხდება წელიწადში 2-ჯერ თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში. 
  სამეურნეო მნიშვნელობა:საგრძნობ ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას,შინაურ და გარეულ ფრინველებს,აგრეთვე არის ცოფისა სა სხვა დაავადებების მტარებელი და გამავრცელებელი.ბეწვი მდარე ხარისხისაა.ტურას უგებენ 3 ან 5 ნომერ ხაფანგს.თოფით მოპოვების საჭიროა 1,0,00, საფანტი.




მგელი



     მგელი ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.საქართველოში გავრცელებულია კავკასიური მგელი. 
    აღწერილობა:სხეულის სიგრძე 105-160სმ,კუდის-35-52სმ. მამრები უფრო დიდია ვიდრე მდედრები,მამრების სხეულის წონა 34-65 კგ,მდედრების 30-42.ბეწვი უხეშია,მურა-რუხი,ხოლო გვერდებზე და მუცელზე უფრო ბაცი.ბეწვის შეფერადების სეზონური ცვალებადობა უმნიშვნელოა. 


     გავრცელება: ევროპა, აზია, ჩრდილო ამერიკა, დასავლეთ ევროპის მრავალ ადგილას მოსპობილია. ყოფილ საბჭოთა კავშირში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, ზოგიერთ ადგილას მრავალრიცხოვანია. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ყველგან, 3000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან


     ცხოვრების ნირი:ადგილსამყოფელები მრავალნაირია.ბინადრობს ტყეებში,ბუჩქნარებში,ველებზე და ალპურ ზონაში,ძალიან მოძრავი ცხოველია.ზამთრობით მგლების უმრავლესობა თავს იყრის სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის სადგომების ახლოს,ხოლო გაზაფხულზე ადგილს ინაცვლებს საზაფხულო საძოვრებისაკენ.ბუნაგს იკეთებს ყოველთვის წყლის ახლოს ყრუ ადგილებში ბუჩქებით დაფარულ ხევში და ა.შ.ერთი და იგივე ბუნაგს იყენებს მრავალი წლის განმავლობაში კლდის ქვეშ,კლდის ნაპრალებში,მღვიმებში და მხოლოდ ყველა ლეკვის დაღუპვის შემთხვევაშიი იცვლის ადგილსამყოფელს.ზოგჯერ იყენებს სხვა ნადირის ბუნაგს ან სოროს.ბუნაგში იმყოფება მხოლოდ ლეკვების აღზრდის პერიოდში,დანარჩენ დროს დაძრწის თავის სამონადირეო უბანზე.ნადირობს ჩვეულებრივად ღამით,ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაირბინოს 25-40 კილომეტრი,ნადირობს მიპარვით ან თავშესაფრებული,ძლიერი ამტანია და ცბიერი.ზამთარში დიდი თოვლის დროს ნადირობს ხროვებად.იკვებება ძირითადად გარეული და შინაური ჩლიქოსნებით,კურდღლებით, 
მღრღნელებით,ფრინველებით,ზოგჯ 
ერ ქვეწარმავლებით,ჭამს მღორსაც.გამრავლების უნარი უვითარდება 2-3 წლის ასაკში.მძუნაობა ხდება თებერვალ-მარტში.მაკეობის ხანგძლივობა 62-65 დღეა,მდედრი შობს 3-5 თვალებაუხელელ ნაშიერს და პირველი 2თვის განმავობაში აწოვებს რძეს,ხოლო შემდეგ კვებავს ხორცით.შემოდგომაზე ლეკვები ტოვებენ ბუნაგს და მშობლებთან ერთად იწყებენ ნადირობას.სიცოცხლის ხანგძლივობა 15-16 წელი. 
    სამეურნეო მნიშვნელობა:დიდი ზარალი მოაქვს სანადირო ცხოველებისა და შინაური პირუტყვის მოსპობით.ცოფის ვირუსის მტარებელია.ბეწვი მდარე ხარისხის.მგლების თოფით მოპოვებისათვის საჭიროა მსხვილი ფინდიხი(9, 12, 16, ცალი თითოეულ ვაზნაში) ან მგვალი ტყვია და იაკანი. 






დათვი




   მურა დათვი  ეკუთვნის დათვების ოჯახს საქართველოში გხვდება ორი სახეობა კავკასიური მურა დათვი და სირიული მურა დათვი. 
   აღწერილობა:სხეული მასიურია,სიგრძით 2მ,წონა 300 კგ.თავი განიერია,კისერი მსხვილი და მოკლე,ყურები შედარებით პატარაა დამრგვალებული,თვალები პატარა,კუდი მოკლე,ფეხები ძლიერია და მასიური.ხუთთითიანია და აღჭურვილია მუქი ყავისფერი მოღუნული ბრჭყალებით,ბეწვის შეფერადება მურა-ყავისფერია.სირიული ქვესახეობა ხასიათდება სხეულის უფრო ბაცი,მოყვითალო შეფერილობით და ღია ფერის ბრჭყალებით. 
   გავრცელება: ევროპა. აზია (ტროპიკების გარდა), ჩრდილოეთ ამერიკა. საქართველოში დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთები, თრიალეთის, ქართლ-იმერეთის, გურია-აჭარის, აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის ქედებსა და მათ განშტოებებზე. გვხვდება ზღვის დონიდან 4000მ სიმაღლეზე. 
   ცხოვრების ნირი:მთისა და ჭალის ტყეების ბინადარია.გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში ცხოვრობს ტყის ზემო სარტყელში და სუბალპურში,აგვისტოში გვხდება ალპურ მდელოებზეც.შემოდგომაზე ველური ხილის მომწიფებასთან დაკავშირებით,დათვები თავს იყრიან ტყის ქვედა სარტყელში.ბუნაგს იკეთებს მღვიმეებში,კლდეთა ნაპრალებში და სხვა ბუნებრივ თავშესაფარ ადგილებში.იკვებება მრავალგვარი მცენარეული და ცხოველური წარმოების საკვებით,არ თაკილობს მძორის ჭამასაც.ხშირად აზიანებს სიმინდისა და ხორბლის ნათესებს,აქტიურია დღე ღამის განმავლობაში,თუმცა ადამიანის საცხოვრებლის ახლოს საკვების მოსაპოვლებლად გამოდის ღამით.საქართველოს პირობებში ზამთრის ძილქუშს ეძლევა მხოლოდ განსაკუთრებულად ცივსა და თოვლიან ზამთარში,ჩვეულებრივ არ იძინებს მთელი ზამთრის განმავლობაში. 
მძუნაობა ეწყება ივნიში.მაკეობის ხანგრძლივობა 7 თვემდეა,მდედრი შობს 1-2,იშვიათად 3 თვალებაუხელელ ნაშიერს,რომლებსაც თვალები ეხილებათ 30 დღის შემდეგ.სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-40 წლამდეა. 
   სამეურნეო მნიშვნელობა:იძლევა ტყავს და ხორცს,ბეწვი უხეშია.ტყავს იყენებენ ქურქების შესაკერად და იატაკზე დასაფენად.ზოგან მოაქვს ზარალი სიმინდისა და სხვა ნათესების დაზიანებით და შინაურ პირუტყვზე თავდასხმით. 
დათვის მოსაპოვლებლად საჭიროა იაკანით ან მრგვალი ტყვიით დატენილი სანადირო თოფი ან მსხვილყალიბიანი შაშხანა.



მელა
     მელა ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.
      აღწერილობა: საშუალო სიდიდის ნადირია. სხეულის სიგრძე 90სმ, კუდის 40-60სმ, წონა 10კგ. დინგი წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილი, ბეწვის შეფერილობა ქარცისფერი, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი, ზოგჯერ შეინიშნება მელანიზმი. საქართველოს მთის რაიონებში გვხვდება მუქი-რუხი ფერის მელიები.

     გავრცელება: ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 4000მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
     ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე. ბუნაგს იკეთებს კლდის ნაპარალებში ან სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ სოროებში.
საკვებს შეადგენენ: წვრილი ძუძუმწოვრები, ფრინველები (განსაკუთრებით მიწაზე მობუდარი), ქვეწარმავლები, მწერები, მოლუსკები, ხილი.
მძუნაობა მიმდინარეობს ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე. მაკეობა გრძელდება ორ თვემდე, შობს 4-6 ზოგჯერ მეტს თვალაუხელელ ლეკვს.
    სამეურნეო დანიშნულება: აქვს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა, როგორც ბეწვის მომცემ ერთ-ერთ მთავარ ობიექტს. 
დიდი საგებლობა მოაქვს თაგვისებური მღრღნელების მოსპობით. სასარგებლო ნადირ-ფრინველთა შორის მელა დიდ ზიანს აყენებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს: ხოხობს, დურაჯს, კაკაბს, გნოლს და სხვა. საშიშია როგორც ცოფისა და ჰემინთური ინვაზიების მტარებელი და გამავრცელებელი.