სანადირო იარაღები



ა.ვ ვოლფის თოფების საწარმოო მარკა A.W. WOLF, SUHL ალბერტ ვილჰემ ვოლფმა 1908 წლის 8 ნოემბერს დააარსა. თავიდან მეიარაღე "რაკეტნიცენს" ამზადებდა, შემდეგ საკეტებისა დაგლუვლულიანი თოფების სხვა ნაწილების, მათ შორის საფანტიანი თოფების ლულების დამზადებაც დაიწყო. მალევე დაიწყო გლუვლულიანი თოფების დამზადებაც. 1949 წლამდე სახელოსნოში წელიწადში 400-მდე თოფს ამზადებდნენ. სერიული წარმოება დაახლოებით 1950 წელს დაიწყო. სახელოსნოდან გამოსული ყველა თოფი ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა და თანამედროვე გერმანული ფირმების ანალოგიურ თოფებზე ძვირი ღირდა. 1956 წლამდე ფირმა მხოლოდ გლუვლულიან თოფებს უშვებდა, შემდეგ კი კომბინირებული და ხრახნილლულებიანი თოფების დამზადებაც დაიწყეს. რიგითი, სერიული იარაღის პარალელურად ფირმა შეკვეთით ძვირადღირებულ, მაღალმხატვრულ თოფებსაც ამზადებდა. სოციალისტური გერმანიის დროს "ვოლფი" ერთადერთ კერძო საიარაღო საწარმო იყო. "ვოლფის" თოფები არაფრით ჩამოუვარდებოდა ცნობილი ფირმების ზაუერის, მერკელის, ზიმსონის, გრეიფელტის (ზოგ შემთხვევაშიც ჯობდა კიდეც) თოფებს. თოფებს გააჩნიათ საოცარი მიტანა და ჭრა, მასალების მაღალი ხარისხი, დახვეწილი ფორმები და პროპორციები. ზოგი მათგანი გერმანული საიარაღო ხელოვნების ნიმუშადაც შეიძლება ჩაითვალოს.



იჟ-54 ( ИЖ-54) სანადირო თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით, ჩაშვებულია წარმოებაში 1954 წლიდან.( გამოდიოდა 1969 წლამდე).
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ კოპირებულია ზაუერი მოდ.8 დან, მისი წინამორბედია იჟ-49. დაპროექტებულია ა.კლიმოვის მიერ გაუმჯობესებულია ლ.პუგაჩოვის მიერ(წარმოებაში ჩაშვებამდე.)
ეს არის პირველი სანადირო საბჭოური თოფი რომელმაც მიიღო უფლება გაეტანათ ექსპორტზე. გამოშვებულია 500 000 -მდე. აქედან 70 000 გავიდა საზღვარ გარეთ.

ჰორიზონტალურ ლულებიანი 12 კალიბრის თოფია,მექანიზმი საყოველთაოდ ცნობილი და გავრცელებული საშუალო კლასის თოფებში ენსოის და დილეის სისტემა,(რა გააუმჯობესა პუგაჩოვმა არავინ იცის), საბრძოლო ზამბარები ვ სებრი(V) , ნემსა ცალკეა ჩახმახებისგან, გააჩნია სამმაგი ჩაკეტვა, პერდეს ჩარჩო, ლულის ქვედა ჩამკეტი და გრინერის ჭანჭიკი, დამცველი ავტომატური, ლულის სიგრძე 750 - 730 მმ. თოფებს გამოშვებულს 1960 წლამდე ქონდათ 750მმ ლულები, ლულის შიდა დიამეტრი 18,5, ლულები იყო დ ე მ ი ბ ლ ო კ ი, არ გააჩნდა "ბრანტრუბკები" მოგვიანებით გამოშვებული თოფები აღჭურვილი იყო "ბრანდტრუპკებით"


ИЖ-18  ერთლულიანი, შიდაჩახმახიანი თოფია. გამოდის ამავე კლასის თოფების иж к-ს და иж 17-ის ბაზაზე 1964 წლიდან. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 ; 16 ; 20 ; 28 ; 32 ; 410.
12და 16 ყალიბის თოფის წონა არაუმეტეს 2,800გრამია. საკონდახე მასალა ძირითადად არყის ხე, წიფელი იშვიათად კაკალიც. კონდახის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, პისტოლეტური ნახევრად პისტოლეტური და სწორი. ლულების სიგრძე კალიბრის მიხედვით მერყეობს 675მმ-იდან 735 მმ-დე. სალულე ფოლადი საყოველთაოდ გავრცელებული რუსული სალულე მარკა 50 А. ლულა შიგნიდან ქრომირებულია. თოფს სამიზნე თამასა არ გააჩნია! სავაზნე 70 და 76 მმ-ი. თოფს გააჩნია ეჟექტორი და მისი გადასართველი ექსტრაქტორზე.
     
       ორიოდე წლის წინ გამოჩნდა ახალი მოდიფიკაცია სპორტი, რომელიც აბსოლუტურური გამოეორებაა იმ განსხვავებით რომ ოდნავ დაახლოებულია სპორტულ თოფებთან. ამ მოდელს სამიზნე მოწყობილო უფრო სწორად სამიზნე თამასა დაუმატეს, კონდახის გეომეტრიამაც შეიცვალე პირველდელი სახე და სპორტულ სტანდარტებს მიუახლოვდა,თოფი ასევე აღჭურვილია ეჟექტორით. ყველაზე დიდი სიახლე ის იყო რომ ლულის ბოლოში პერფორაციები დაიტანეს, უკუცემის და თოფის ვერტიკალურად აგდების შესამცირებლად, ასევე საფანტის დაჯგუფების სითანაბრისთვის, სალულე შევიწროება მობილჩოკებით. ამ ცვლილებების შემდეგ სპორტულმა მოდიფიკაციამ წონაში საგრზნობლად მოიმატა. პირადად მე არ მიმაჩნია სრულყოფილ სპორტულ თოფად, ბოლო ბოლო ერთჯერადი მუხტია, არსებობს ეჭვი რომ მოდელი სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის შეიქმნა უფრო მეტიც მათი შეკვეთით და ეს უკანასკნელი გამოიყენება მერიკულ ტრაპზე, მოგეხსენებათ ამ დისციპლინაში ერთად ერთი გასროლაა საჭირო. სავარაუდოდ ამ ქვეყანაში დამწყები სპორცმენები ისვრიან ხოლმე иж 18 სპორტიდან.





Fabarm spa  ქარხანა მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში (Travagliato), ხოლო დასახელება კი იშიფრება შემდეგნაირად: სს "ბრეშიას საიარაღო ქარხანა" (Fabbrica Bresciana Armi, societa per azioni).

ფაბარმი არის ერთ-ერთი იმ იშვიათი იარაღის მწარმოებელთაგანი, რომელიც ყველა დეტალს საკუთარ საწარმოში უშვებს და არ ახორციელებს გარედან შესყიდვებს - ან გარეთ შეკვეთებს!

მათი ერთ-ერთი ძირითადი პროფილი არის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღის წარმოება. ეს იარაღები არაფრით ჩამოუვარდება გრანდების ნაწარმს და ამასთანავე მოიცავს ბევრ ინოვაციურ "წვრილმანს", რომელთა ერთობლიობაც საკმაოდ კარგი იარაღის იმიჯს შესძენს ამ ქარხნის ნაწარმს!

XLR 5 - წონა 2.9-3.1 კგ დამოკიებულია ლულის სიგრძეზე (61-66-71-76)